მართკუთხა პარალელეპიპედის გვერდები მართკუთხედებია. მისი მოცულობის საპოვნელად დავთვალოთ ფიგურის შიგნით მოთავსებული კუბების რაოდენობა. |
მაგალითი: |
გამოთვალეთ ნახაზზე მოცემული მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობა. |
 |
ვინაიდან ყველა კუბი არ ჩანს, უპრიანია ფიგურა დავყოთ შრეებად. ზედა ფენაში 12 კუბია. სულ 3 ფენაა. მაშასადამე, მართკუთხა პარალელეპიპედში გვაქვს 3 x 12 = 36 კუბი. ფიგურის მოცულობა = 36 კუბს. |
მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობის გამოსათვლელი ფორმულა როდესაც მოცემულია მისი ზომები, ანუ სიგრძე, სიგანე და სიმაღლე. |
|
მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობა =სიგრძე x სიგანე x სიმაღლე |
|
მაგალითი: გამოთვალეთ ნახაზზე მოცემული მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობა. |
 |
მოცულობა = 10 x 6 x 5 = 300სმ3(როგორც ხედავთ, მოცულობა კუბურ ერთეულებში იზომება) |
შენიშვნა: ისევე როგორც ფართობების შემთხვევაში, შესაძლებელია მოცულობების შეკრება და გამოკლება. |
მაგალითი: მართკუთხა პარალელეპიპედს ამოაჭრეს აგრეთვე მართკუთხა ფორმის გული, როგორც ეს დიაგრამაზეა ნაჩვენები. იპოვეთ მისი დარჩენილი ნაწილის მოცულობა. |
 |
მთლიანი მოცულობა = 20 x 10 x 6 = 1200სმ3 ამოჭრილი ნაწილის მოცულობა = 5 x 10 x 2 = 100სმ3 დარჩენილი მოცულობა= 1200 – 100 = 1100სმ3 |
|
პრიზმის მოცულობა პრიზმა სივრცული ფიგურაა. პრიზმის ნებისმიერი კვეთა, რომელიც ფუძის პარალელურია, ფუძის ტოლ ფიგრას გვაძლევს. ეს ნათლად ჩანს ნახაზზე. |
სამკუთხა პრიზმა |
 |
პრიზმის მოცულობის გამოსათვლელი ფორმულა |
|
პრიზმის მოცულობა = ფუძის პარალელური კვეთის ფართობი x სიმაღლე |
|
მაგალითი |
სამკუთხა პრიზმის მოცულობა = სამკუთხედის ფართობი x სიმაღლე= (½ x10 x 6) x 20 = 30 x 20 Volume = 600სმ |
No comments:
Post a Comment